ლაშა ტალახაძე - დარწმუნებული ვარ, ოლიმპიადაზე ბევრ მედალს მოვიპოვებთ და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდებით #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის დაწყებამდე საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური გუნდების წარდგენის, ფიცის დადებისა და დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშემ, ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა, მრავალგზის რეკორდსმენმა და პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ჩვენს სპორტსმენებს სიტყვით მიმართა:
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ ერთ-ერთი ოლიმპიელი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გზა გაიარა თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ოლიმპიადის ლიცენზიები მოგვეპოვებინა.
წინ რთული შეჯიბრები გველის და როგორც ერთ-ერთი სპორტსმენი დარწმუნებული ვარ, რომ გუნდთან ერთად მოვიპოვებთ ბევრ მედალს და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდებით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და პირობას ვდებთ, რომ ვიქნებით ერთ-ერთი გამორჩეული ამდენ ქვეყანას შორის“.