ლაშა შავდათუაშვილმა კორეელი ანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილმა კორეელი ანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია #1TVSPORT

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის 1/2 ფინალში კორეელი ანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობენ.

ლაშა შავდათუაშვილისთვის ნახევარფინალური ორთაბრძოლა მეტად რთული გამოდგა. კორეელი ჩანგრიმ ანი ჩასაფრებული ჭიდაობდა, თავის შანსს ელოდა. ლაშა კი მეტად აქტიურობდა, თუმცა გდებამდე საქმე არ მისულა. ანმა იმდენი მოახერხა, რომ დამატებითი დროის მეცხრე წუთამდე მტკიცედ იჭიდავა, თუმცა ბოლოსდაბოლოს, მესამე გაფრთხილებით ასპარეზობას გამოეთიშა.

ნახევარფინალის სრული ვიდეო:

დღეს ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა, ხოლო შემდეგ მეოთხედფინალში კანადელ მარგელიდონს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ეს ქართველისთვის ზედიზედ მესამე ოლიმპიური მედალია. შეგახსენებთ, რომ ლაშამ 2012 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა, 2016 წლის ოლიმპიადაზე – ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი – ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის რამდენიმე წუთში იჭიდავებს.

ძიუდო

24 ივლისი

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.)

1/8. ჩხვიმიანი VS ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

1/4. ჩხვიმიანი VS ტაკატო (იაპონია)

რეპეშაჟი. ჩხვიმიანი VS კიმი (კორეა)

 

25 ივლისი

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.)

1/16. ლევიცკა-შუკვანი VS ანესტორი (ჰაიტი)

1/8. ლევიცკა-შუკვანი VS ბუშარი (საფრანგეთი)

 

25 ივლისი

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) – ვერცხლი

1/8. მარგველაშვილი VS შამილოვი (ROC)

1/4. მარგველაშვილი VS შმაილოვი (ისრაელი)

1/2. მარგველაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. მარგველაშვილი VS აბე (იაპონია)

 

26 ივლისი

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

1/16. ლიპარტელიანი VS მუკუნგუი (ბურუნდი)

1/8. ლიპარტელიანი VS სთოლი (გერმანია)

1/4. ლიპარტელიანი VS სისიკე (საფრანგეთი)

რეპეშაჟილიპარტელიანი VS კოვალჩიკი (პოლონეთი)

რეპეშაჟი. ლიპარტელიანი VS იოშიდა (იაპონია)

 

26 ივლისი

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)

1/16. შავდათუაშვილი VS შენი (საფრანგეთი)

1/8. შავდათუაშვილი VS ჰუსეინი (ჯიბუტი)

1/4. შავდათუაშვილი VS მარგელიდონი (კანადა)

1/2. შავდათუაშვილი VS ანი (კორეა)

 

27 ივლისი

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)

 

28 ივლისი

ლაშა ბექაური (90 კგ.)

 

29 ივლისი

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)

 

30 ივლისი

გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)

 

დატოვე კომენტარი