საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერთა ნაწილმა განაცხადა, რომ თუკი დავით ქევხიშვილი არ გადადგება ისინი ვარჯიშს არ გააგრძელებენ.
როგორც ჩანს მათ მოთხოვნას ნაკრების ყველა წევრი არ იზიარებს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მიხედვით ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი მწვრთნელთან – მინდია ბოდაველთან ერთად იაპონიაში გაემგზავრნენ, სადაც სავარჯიშოდ თვის ბოლომდე დარჩებიან. 1 ივნისიდან ძიუდოისტები სამხრეთ კორეაში გადავლენ და იქ 9 ივნისამდე ივარჯიშებენ.