ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრნენ
ქართულ ძიუდოში კრიზისი გრძელდება. დღეს ქართველი ძიუდოისტები ბელიაშვილის ქუჩაზე, ძიუდოს ფედერაციასთან იმყოფებოდნენ, თუმცა ორ მხარეს შორის შეხვედრა არ შედგა. ნაკრების მოქმედი წევრები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას უპირობოდ მოითხოვენ. დღესვე, 16.00 საათზე საქართველოს სპორტის სამინისტროში მინისტრსა და ძიუდოისტებს შორის შეხვედრა დაიწყო.