ლაშა პარუნაშვილი სექტემბრის საუკეთესოებშია
ლაშა პარუნაშვილი სექტემბრის საუკეთესოებშია

ლაშა პარუნაშვილი „ესბიერგის“ ოფიციალურმა გვერდმა, სექტემბრის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.

დანიური სუპერლიგის გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა დღეს დაიწყო და გულშემატკივრებმა უნდა შეაფასონ, თუ ვინ გახდება საუკეთესო. 25 წლის ქართველი ნახევარმცველის გარდა, მარკუს ჰასტლი და იესპერ ლაურიდსენი დაასახელეს.

საინტერესოა, რომ სეზონის შემდეგ, გუნდის თვის საუკეთესო მოთამაშე ივლისსა და აგვისტოშიც გამოავლინეს და ქართველი ზედიზედ ორჯერ პირველ ადგილზე გავიდა.

„გულშემატკივრის აღიარება ძალიან კარგი გრძნობაა და ამის გამო მათი მადლიერი ვარ. ფანობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, მთელი გუნდისთვის. ისინი ტრიბუნიდან ყოველთვის გვეხმარებიან და ჩვენთან არიან, მიუხედავად იმის, ვიგებთ თუ ვაგებთ“, – ამბობს პარუნაშვილი „ესბიერგის“ ვებ-გვერდთან.