ლაშა ნოზაძე - „საბურთალომ“ კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა #1TVSPORT
ლაშა ნოზაძე - „საბურთალომ“ კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა #1TVSPORT

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ ​ კონფერენს ლიგაზე „პარტიზანთან“ გამარჯვების შემდეგ გუნდის თამაში შეაფასა.

„ვფიქრობ, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. პირველ მატჩში გვქონდა გარკვეული შეცდომები, შეიძლება რაღაც მეც იდეალურად ვერ გავაკეთე, თუმცა მეორე მატჩში ბევრი რამ გამოვასწორეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით“, – ამბობს ლაშა ნოზაძე.

„საბურთალოს“ მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი გულშემატკივრებს ისევ გაახარებს:

„ტირანაში მრავლად შევქმენით საგოლე მომენტი, შეიძლებოდა ამ თამაშის 90 წუთში ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტა, თუმცა ისე მოხდა, რომ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა. „საბურთალო“ ახალგაზრდული კლუბია, რომლის რიგებში აკადემიის აღზრდილი ბევრი ფეხბურთელი თამაშობს. იმედი მაქვს, ახალგაზრდები გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად „საბურთალოს“ ბევრ სიხარულს მოუტანენ“.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალომკონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ალბანეთში „პარტიზანთან“ გასვლაზე პენალტების სერიით მოიგო და ერთადერთია ქართული კლუბია, რომელმაც პირველი ეტაპის მეტოქე ორი მატჩის ჯამში დაამარცხა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი რუმინულ „სტიაუას“ შეხვდება – პირველი მატჩი 21 ივლისს გორში გაიმართება, ხოლო განმეორებითს 28-ში ბუქარესტი უმასპინძლებს.