კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე მხოლოდ „საბურთალო“ გავიდა - შეხვედრის გმირმა, თბილისელთა მეკარემ ორი პენალტი მოიგერია #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე მხოლოდ „საბურთალო“ გავიდა - შეხვედრის გმირმა, თბილისელთა მეკარემ ორი პენალტი მოიგერია #1TVSPORT

„საბურთალომ“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში „პარტიზანთან“ გასვლაზე გაიმარჯვა და ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც პირველ ეტაპზე მეტოქე დაამარცხა.

თბილისელებმა პირველი მატჩი 0:1 წააგეს და მოგება სჭირდებოდათ. გუნდმა განმეორებითი მატჩი ბევრად უკეთ ჩაატარა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისელებმა ანგარიში მეორე ნახევარში გახსნეს. 53-ე წუთზე იური ტაბატაძის ფლანგური გადაცემა გიორგი გულიაშვილმა ახლოდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

თბილისელებს უპირატესობის გაზრდა რამდენიმეჯერ შეეძლოთ. 66-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილის დარტყმა მეკარემ მოიგერია და „პარტიზანი“ აშკარა გოლს გადაარჩინა. 86-ე წუთზე თავის გამოჩენა უკვე ირაკლი სიხარულიძეს შეეძლო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მშენიერი რეიდი განახორციელა გიორგი გოჩოლეიშვილმა, თუმცა, მისი გასროლის შემდეგ ბურთს მცველი გადაეღობა და გუნდი გადაარჩინა. 89-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ, კარის წინ მარტო დარჩა სიხარულიძე და გუნდის მომდევნო ეტაპზე გაყვანის რეალური შანსით ვერ ისარგებლა.

თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც გატანა ალბანელთა თავდამსხმელ სკუკას შეეძლო და კარს ააცილა. პირველი დამატებული ტაიმის ბოლოს კი ოთარ მამაგეიშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა.

ამ სერიაში გმირი თბილისელთა 21 წლის მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი იყო, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია, ერთი მეტოქემ ძელს მაორტყა. „საბურთალო“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო – შინ 0:1-ის შემდეგ გასვლაზე 1:0 და პენალტების სერიაში – 5:4.

„საბურთალო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „სტიაუას“ შეხვდება, პირველი მატჩი 21 ივლისს გორში გაიმართება, ხოლო განმეორებითს 28-ში ბუქარესტი უმასპინძლებს.