ლაშა ხუციშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა

19:08, 10.11.2025

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმდინარეობას და ამ კუთხით ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ბოლო წლებში გაწეულ ძალისხმევას.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი