ლაშა ხუციშვილი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

22:06, 29.09.2026

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრს, სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნეპალის მხარე დაინტერესდა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებით.

„საუბარი ასევე შეეხო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების და ინვესტორთა მოზიდვის მიმართულებით საქართველოში არსებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით, საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

მსგავსი