ლაშა ხუციშვილი - 2022 წელს დავამტკიცებთ ხელფასის რეგულირების ახალ წესს, რომლითაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც კერძო სექტორში დასაქმებულს  
ლაშა ხუციშვილი - 2022 წელს დავამტკიცებთ ხელფასის რეგულირების ახალ წესს, რომლითაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც კერძო სექტორში დასაქმებულს  

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები გაეზრდებათ ჯარში, პოლიციაში. მისივე თქმით, ხელფასები ასევე გაეზრდებათ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს.

„2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. ზოგადად, საჯარო სექტორში როგორც უკვე ვთქვით, განხორციელდება ათპროცენტიანი სახელფასო მატება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო წელს დაამტკიცებენ ხელფასების რეგულირების ახალ წესს, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელეს ყოველწლიურად ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებული პირთათვის.

„მომდევნო წელს ჩვენ დავამტკიცებთ ხელფასების რეგულირების ახალ წესს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებული პირთათვის, რაც საბოლოო ჯამში მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს. დიდი იმედი მაქვს, დოკუმენტს უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მომდევნო წლიდან ახალი საბიუჯეტო პარამეტრებით დავიწყებთ მუშაობას. მანამდე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები პრაქტიკულად 2017 წლიდან გაყინული გვქონდა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების, პოლიციის ხელფასი. საჯარო სექტორში 2017 წლიდან ხელფასების ზრდა პრაქტიკულად გვქონდა გაყინული“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

დატოვე კომენტარი