ლაშა ხუციშვილი - მამუკა ხაზარაძე ვერ არჩევს ბრუნვას და ფსონს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ნაწილში
ლაშა ხუციშვილი - მამუკა ხაზარაძე ვერ არჩევს ბრუნვას და ფსონს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ნაწილში

მამუკა ხაზარაძე ვერ არჩევს ბრუნვას და ფსონს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ნაწილში – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში შემაჯამებელი გამოსვლის დროს.

„ჩვენ შეგვიძლია, მარტივად შევადაროთ და ვნახოთ, რომ საგადასახადო დაბეგვრის ნაწილი სათამაშო ბიზნესში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, თუ შევადარებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას.

ასევე, როცა კაპიტალის ბაზარზე ვსაუბრობთ, ადამიანისგან, რომელიც არ ენდობოდა საკუთარი კომპანიის  მიერ დაფუძნებულ ბირჟას და არ ახდენდა აქციების საკუთარ ბირჟაზევე გამოშვებას, ძნელია, მიიღო შენიშვნა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მაშინ, როცა ჩამოვთვალეთ, რა ნაბიჯებია გადადგმული ამისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.