ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების პერსპექტივის შესანარჩუნებლად, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვაქცინაციის პროცესში
ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების პერსპექტივის შესანარჩუნებლად, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვაქცინაციის პროცესში

ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივს შესანარჩუნებლად, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვაქცინაციის პროცესში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს შექმნილი აქვს ყველა პირობა ვაქცინაციის პროცესისთვის.

„კიდევ ერთხელ მსურს, მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. დღეს, ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, დავიცვათ გარშემომყოფები, განსაკუთრებით ბავშვები. იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესში, დავიცვათ ელემენტარული წესები და ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ამისთვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.