ლაშა ხუციშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს, მსურს, ამერიკელ ხალხს მივულოცო დღესასწაული
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს, მსურს, ამერიკელ ხალხს მივულოცო დღესასწაული

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს. მსურს, ამერიკელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეებს მივულოცო ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული.

ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი წელია, ერთმანეთთან აკავშირებთ მაღალი დონის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში – დაწყებული თავდაცვისა და უსაფრთხოებიდან, დემოკრატიულ განვითარებაში ხელშეწყობით დამთავრებული.

ჩვენ გვაერთიანებს უნივერსალური ღირებულებები, ესაა: თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება და კანონის უზენაესობა.

დარწმუნებული ვარ ორ ქვეყანას შორის ეს სამაგალითო პარტნიორობა მომავალ წლებში უფრო განმტკიცდება“,- ნათქვამია ფინანსთა მინისტრის მილოცვაში.