ლაშა ფარულავა – პოლონელები მანდატს გამოიყენებენ, რომ პოლიტიკური კრიზისი საარჩევნო უბანზე განმუხტონ, ხუთი პარტიის აკრძალვით კი საქართველოს მოქალაქეებს ამ უფლებას ართმევენ
პოლონეთის პოლიტიკური შიდა თემები პოლონელი ხალხის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, იქ ხალხი თავის მანდატს გამოიყენებს, რომ პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს საარჩევნო უბანზე, — ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო უფლებას ართმევენ, იგეგმება ხუთი ძირითადი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, რითაც მოქალაქეებს ფაქტობრივად საარჩევნო უფლებას ართმევენ.
„ცხადია, პარალელების გავლება უტიფრობაა, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოზე ფაქტობრივად ხდება ქართველი ხალხის გასამართლება პირველ რიგში და შემდგომ — საარჩევნო უფლების ჩამორთმევა. ჩვენი პოზიციაა – პოლონეთის შიდა პოლიტიკური კრიზისი არის პოლონელი ხალხის გადასაწყეტი. პოლონელი ხალხი ამას დემოკრატიული ფორმით გადაწყვეტს. თუმცა სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას, საარჩევნო უბანზე გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური იდენტობა, პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს, ამ უფლებას ივანიშვილი ართმევს და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში“, — განაცხასდა ლაშა ფარულავამ.