ლაშა დვალი მოედანს დაუბრუნდა – მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „დეპორტივოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

01:46, 06.09.2026

ლაშა დვალი მოედანს დაუბრუნდა და სოფიის დერბი ითამაშა – ქართველის გუნდი „ცსკა 1948“ ბულგარეთის პირველ ლიგაში „ლევსკის“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა ბოლოს 11 აგვისტოს კონფერენსლიგის პლეიოფის შეხვედრა ჩაატარა „პანათინაიკოსთან“ და გოლი გაიტანა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ უთამაშია და „ლევსკისთან“ მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა.

ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო „დეპორტივოსთან“ მატჩში, რომელიც „ვილიარეალმა“ შინ 2:3 დათმო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.

მსგავსი