ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი წინანდალში შეხვედრებს მართავს
ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი წინანდალში შეხვედრებს მართავს

სალომე ზურაბიშვილი წინანდალში რჩება, სადაც შეხვედრები აქვს ინაუგურაციისთვის ჩამოსულ საზღვარგარეთის დელეგაციების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგაციის წევრებს ახლაც ხვდება.

„სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა აქვს ასევე ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან. თქვენ იცით, რომ ინაუგურაციისთვის საფრანგეთიდან ემიგრანტების შთამომავლების ძალიან დიდი ნაწილი ჩამოვიდა, რომლებიც ჯერ საქართველოში არ ყოფილან და მათთან აქვს სადილი. წინანდალში ჰქონდა შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, ისევე როგორც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პოლონეთისა და სხვა დელეგაციებთან“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გუშინ თელავში გაიმართა. ინაუგურაციას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.