ლაშა ჟვანია - პრეზიდენტის დაცვა არ მცირდება
ლაშა ჟვანია - პრეზიდენტის დაცვა არ მცირდება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მომავალ პრეზიდენტს დაცვა უმცირდება. მისი თქმით, ამ თე​მაზე სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი გააკეთებს კომენტარს.

„არასწორი ინფორმაცია გავიდა მედიაში. თუნდაც შემცირება მოხდეს, მთავარია, რომ დაცვა ეფექტური იყოს და პასუხობდეს გამოწვევებს, რის წინაშეც სახელმწიფო მეთაური ან უმაღლესი დონის ნებისმიერი პოლიტიკოსი დგას ჩვენს სახელმწიფოში.

თუმცა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ დაცვა არ მცირდება. ეს დაცვა ხუთი ადამიანით განხორციელდება თუ სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებებით, უფრო მეტით თუ უფრო ნაკლებით, ამაში კომპეტენტური სახელმწიფო დაცვის სამსახურია“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.