ლაშა დარსალია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ლაშა დარსალია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მხარეებმა საკუთარი ხედვები დააფიქსირეს რეგიონალური უსაფრთხოების მთელ რიგ თემებზე.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ამ ჭრილში მნიშვნელოვნად შეფასდა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა, რომელიც სომხეთში უახლოეს თვეებში ჩატარდება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მსვლელობის დროს, მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.