ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია - ფინალში, ქართულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს 90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ქართველები – ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. პირველი ვაზარი ლაშა ბექაურმა მოიპოვა და დაწინაურდა. დაპირისპირების ბოლო მონაკვეთში ღვინიაშვილი გააქტიურდა და ჩამორჩენის შესამცირებლად მეტოქეს აქტიურად შეუტია, თუმცა ბექაურმა ის კონტრიერიშზე დაიჭირა და ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეხვედრა სუფთად, იპონით მოიგო.

 

რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. ფინალში იგი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდება.

დღესვე, ბრინჯაოს მედლებისთვის მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი და 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მესამე დღეს ოქრო მოიპოვა ლაშა ბექაურმა, ვერცხლი – ვარლამ ლიპარტელიანმა და ბექა ღვინიაშვილმა, ხოლო ბრინჯაო – გურამ თუშიშვილმა.