ლას ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ლას ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:45 საათზე მოხდა, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე.
თავდამსხმელის ლიკვიდირება პოლიციამ ადგილზე შეძლო. მედიისთვის ცნობილია, რომ ის 67 წლის კოლეჯის პროფესორია, თუმცა რა კავშირი აქვს ნევადის უნივერსიტეტთან, ეს მედიისთვის უცნობია. ასევე უცნობია, თუ რა გახდა თავდასხმის მოტივი. მიმდინარეობს გამოძიება.