„ლას-პალმასის“ 17 წლის ფეხბურთელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
„ლას-პალმასის“ 17 წლის ფეხბურთელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ესპანური „ლას-პალმასის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ხოხრე სანჩეს ვაკა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას გაზეთი „მარკა“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, 17 წლის მოთამაშე 20 ივნისს მდინარეში ბანაობისას დაიხრჩო და, როგორც ირკვევა, ასევე დაიღუპა მისი 15 წლის მეგობარი.

„ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დღეა. სიტყვები არ გვყოფნის, რომ გამოვხატოთ ტკივილი, რომელსაც ახლა ყველანი განვიცდით“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ლას-პალმასი“ ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, „სეგუნდა დივიზიონში“ ასპარეზობს.