ლარნაკაში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საზღვარზე არ შეუშვეს და სადეპორტაციო სამსახურში გადაიყვანეს
ლარნაკაში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საზღვარზე არ შეუშვეს და სადეპორტაციო სამსახურში გადაიყვანეს

ლარნაკაში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საზღვარზე არ შეუშვეს და სადეპორტაციო სამსახურში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეებმა  ტურისტული მიზნით მგზავრობა ვერ დადასტურეს.

„მესაზღვრეების განცხადებით, მათ ვერ დაადასტურეს ტურისტული მიზნით მგზავრობა, ამიტომ არ შეუშვეს საზღვარზე. მოქალაქეებს ასევე ესაუბრა კონსული, რა დროსაც ვერ გამოიკვეთა მათი მგზავრობის მიზანი. დაკავებულები სადეპორტაციოში არიან გადაყვანილი, საიდანაც მათი გამომგზავრება მოხდება“, – განაცხადეს სამინისტროში.