ლაპორტა დარწმუნებულია, რომ მესის „ბარსელონაში“ დარჩენა სურს #1TVSPORT
ლაპორტა დარწმუნებულია, რომ მესის „ბარსელონაში“ დარჩენა სურს #1TVSPORT

კატალონიური გრანდის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ბარსელონას“ არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის კლუბში დარჩენა სურს. 

„მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული „ბარსელონასთან“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები „მარკას“. – დარწმუნებული ვარ, რომ მას გუნდში დარჩენა სურს და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ესპანეთის თასის ფინალში დავინახეთ, რომ მის გარშემო ძალიან კარგი გუნდია შეკრებილი. მესი კი ყოველთვის დიდებულ ფეხბურთს გვთავაზობს“, – აცხადებს კატალონიური კლუბის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არგენტინელის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ წლევანდელ ზაფხულს იწურება. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის გადაბირება და ბევრ ევროპულ გრანდს სურს, მათ შორის, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ სიტის“.