ლანდო ნორისმა „მაკლარენთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლანდო ნორისმა „მაკლარენთან“ კონტრაქტი გააგრძელა.
26 წლის ბრიტანელ პილოტთან კონტრაქტი, მინიმუმ, 2030 წლის ბოლომდე იმოქმედებს და ითვალისწინებს თანამშრომლობის გაგრძელებას კიდევ რამდენიმე წლით.
ნორისმა 2019 წელს მოიპოვა „მაკლარენის“ ძირითადი პილოტის ადგილი. მას შემდეგ 26 წლის ავტომრბოლმა 13 გრანპრი მოიგო, 18 პოული მოიპოვა და 48-ჯერ ავიდა პოდიუმზე. ასევე, 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ნორისის მოქმედი კონტრაქტი ბრიტანულ გუნდთან 2027 წლის ბოლოს იწურებოდა.