პორტუგალია-საქართველო პირველ არხზე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. ეროვნული გუნდი პორტუგალიას პორტოში დაუპირისპირდება. ჩვენ ნაკრებს 7 ტურის შემდეგ 4 მოგება და 3 წაგება აქვს, იგივე მაჩვენებლები აქვს მეტოქესაც.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს დღეს გამარჯვება სჭირდება. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველ არხი შემოგთავაზებთ.