ლანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოკლულია, მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
„სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.