„ლანჩხუთის“ ქალთა გუნდის მწვრთნელმა დანაპირები შეასრულა და რუმინეთში გამარჯვების შემდეგ იცეკვა (ვიდეო)
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვდა. საქართველოს ჩემპიონმა რუმინეთში „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
გუნდის მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ დანაპირები შეასრულა და მოგებული თამაშის შემდეგ გასახდელში იცეკვა.
„პირველი თამაშის შემდეგ გოგოებს დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიმღერებ-მეთქი, ახლა კი დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ-მეთქი და ვასრულებ დანაპირებს“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.