ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსის მგზავრი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.