ლანა ღოღობერიძის ფილმებს მაყურებელი ეროვნული არქივის კინოთეატრში 16-20 ნოემბერს იხილავს
ლანა ღოღობერიძის ფილმებს მაყურებელი ეროვნული არქივის კინოთეატრში 16-20 ნოემბერს იხილავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას 16-20 ნოემბერს უმასპინძლებს.

ხუთი დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში წარმოდგენილი იქნება ცნობილი რეჟისორის მიერ 1950-იან 2010-იან წლებში გადაღებული ფილმები, რომლებიც მაღალი ხარისხით გაციფრულებული და აღდგენილია.

რეტროსპექტივა 16 ნოემბერს 19:00 საათზე დოკუმენტური ფილმით „გელათი“ (1958) გაიხსნება. 16-20 ნოემბერს მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986) და „ოქროს ძაფი“ (2019).

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

რეტროსპექტივის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ვებგვერდზე.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.