ლამინ იამალს ევროპის ჩემპიონატზე ასაკობრივი რეკორდის დამყარება შეუძლია #1TVSPORT
ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატების რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა. ის, შესაძლოა, ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდეს.
იამალს 17 წელი ივლისში შეუსრულდება, ხოლო თუ ევრო 2024-ის რომელიმე მატჩში ითამაშებს, 16 წლის ასაკში რეკორდსმენი გახდება, ამის ალბათობა კი ძალიან დიდია, რადგან ბოლო პერიოდში ის ესპანეთის ნაკრების შეუცვლელ ფიგურად იქცა.
ამჟამად ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია, პოლონელი კაჩპერ კოჟლოვსკია. 2020 წელს ესპანეთის ნაკრებთან თამაშისას ის 17 წლის იყო.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე B ჯგუფში იტალიასთან, ხორვატიასა და ალბანეთთან ერთად ითამაშებს.