ლამარ ოდომმა კარიერა განაახლა

10:58, 28.07.2018

NBA-ის ორგზის ჩემპიონმა ლამარ ოდომმა საკუთარი „ინსტაგრამის” მეშვეობით პროფესიული კარიერის განახლების შესახებ განაცხადა. 38 წლის კალათბურთელი ჩინეთში ითამაშებს.

ამერიკელი მძიმე ფორვარდის ბოლო კლუბი იყო ესპანური „ბასკონია“, რომლის შემადგენლობაში 2014 წელს რამდენიმე მატჩი ჩაატარა. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ოდომი გასართობ დაწესებულებაში, ლას ვეგასიდან 80 კილომეტრის მოშორებით უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. კალათბურთელი კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანეს.

„ღმერთის წყალობით, კალათბურთში კიდევ ერთი შანსი მომეცა. მადლობა ჩემს მეგობრებს მხარდაჭერისთვის ამ რთულ წლებში”, – დაწერა ოდომმა სოციალურ ქსელში.

ლამარ ოდომი 2009 და 2010 წლებში იყო NBA-ის ჩემპიონი „ლეიკერსის“ რიგებში.

მსგავსი