ლაკაზეტი ტრავმირებულია და „რეიმსთან“, სავარაუდოდ, მიქაუტაძე ითამაშებს #1TVSPORT
ლაკაზეტი ტრავმირებულია და „რეიმსთან“, სავარაუდოდ, მიქაუტაძე ითამაშებს #1TVSPORT

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამრეიმსთან“ 9 თებერვალს გასამართ მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა განაცხადი გამოაქვეყნა და მოსალოდნელია, რომ გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.

საქმე ის არის, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის დაპირისპირებაში გუნდს ალექსანდრე ლაკაზეტი ვერ დაეხმარება – „ლიონის“ კაპიტანი ტრავმირებულია, მან ვარჯიშის დროს მუხლი დაიზიანა.

„ლიონის“ ახალი მწვრთნელისთვის, რომლის ხელმძღვანელობითაც ლიონელები საკუთარ სტადიონზე პირველ მატჩს გამართავენ, ლაკაზეტის ტრავმა მთავარი დანაკლისია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს შანსია ქართველი თავდამსხმელისთვის, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის.

„ლიონი“ 9 თებერვალს საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსს“ უმასპინძლებს – მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.