„ლაიპციგთან“ მატჩში მესი პსჟ-ს ვერ დაეხმარება - არგენტინელი განაცხადში არ შეიყვანეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლაიპციგს“ ესტუმრება.
პარიზელების ერთ-ერთი მთავარი იმედი, ლიონელ მესი საკუთარ კლუბს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას პსჟ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მესიმ დაზიანება „ლილისთან“ ჩატარებულ მატჩში (2:1) მიიღო და ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით, არგენტინელი განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან მკურნალობას აგრძელებს.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ვარსკვლავმა პსჟ-ს შემადგენლობაში რვა შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლის ავტორი გახდა.
„ა“ ჯგუფში გამართული სამი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს წორედ პრიზული გრანდი ლიდერობს, „ლაიპციგი“ კი ბოლო ადგილზეა.