„ლაიპციგმა“ ხავი სიმონსი იჯარით აიყვანა #1TVSPORT
„ლაიპციგმა“ ხავი სიმონსი იჯარით აიყვანა #1TVSPORT

ბუნდესლიგის მესამე გუნდი „ლაიპციგი“ ნახევარდაცვის ხაზს ხავი სიმონსით გააძლიერებს. ნიდერლანდელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში ერთი წელი იჯარით ითამაშებს გამოსყიდვის უფლების გარეშე. ეს ინფორმაცია ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

სიმონსი „ლაიპციგში“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ გადავიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ 6 მილიონ ევროდ გამოისყიდა ნახევარმცველის კონტრაქტი „ეინდჰოვენიდან“.

გასულ სეზონში ხავიმ ნიდერლანდების ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.