„ლაიპციგის“ მცველი იბრაჰიმა კონატე „ლივერპულში“ გადავიდა #1TVSPORT
„ლაიპციგის“ მცველი იბრაჰიმა კონატე „ლივერპულში“ გადავიდა #1TVSPORT

„ლივერპულმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია „ლაიპციგიდან“ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მცველის იბრაჰიმა კონატეს გადასვლის შესახებ.

22 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 1 ივლისს შევა.

როგორც ადრე იტყობინებოდნენ, „ლივერპული“ ამ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს იხდიდა.

კონატემ „ლაიპციგში“ ოთხი სეზონი გაატარა – 95 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი