„ლივერპულმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია „ლაიპციგიდან“ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მცველის იბრაჰიმა კონატეს გადასვლის შესახებ.
22 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 1 ივლისს შევა.
როგორც ადრე იტყობინებოდნენ, „ლივერპული“ ამ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს იხდიდა.
კონატემ „ლაიპციგში“ ოთხი სეზონი გაატარა – 95 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.