ლაგოდეხში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სააღდგომოდ სასურსათო პაკეტებს მიიღებს
ლაგოდეხში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სააღდგომოდ სასურსათო პაკეტებს მიიღებს

ლაგოდეხის მერია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 750 ლარს დახარჯავს. მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მერიამ სასურსათო პაკეტების დარიგება უკვე დაიწყო. სასურსათო კალათას ლაგოდეხში მცხოვრები 2 000-მდე შეჭირვებული ოჯახი მიიღებს. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები.

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მოსახლეობისთვის დახმარების ადგილზე მიტანას მერია უზრუნველყოფს.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, ობოლი და მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტმა შეიძინა 2 000-მდე სასურსათო კალათა, რომელიც იტვირთება და გადის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სასურსათო კალათების ოჯახებამდე მიტანის საქმეში ჩართული არიან მერიის, საკრებულოს, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციისა და მოხალისეების წარმომადგენლები“, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

დატოვე კომენტარი