ლაგოდეხში კორონავირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა
ლაგოდეხში კორონავირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა

ლაგოდეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული სამი თვის ჩვილია, რომელიც ლაგოდეხიში მშობლებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა. ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძვანელი მაკა ხმალაძე ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ჯამში, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების სულ 39 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დაინფიცირების მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მასშტაბით ასეთია, ლაგოდეხი -13; მატანი – 16; ველისციხე – 7; სიღნაღი – ორი; ყვარელი ერთი შემთხვევა.