ლაგოდეხმა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა #1TVSPORT

15:25, 20.08.2025

ლაგოდეხმა მინიფეხბურთში ბავშვთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ღონისძიება კახეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ბოლო დროს საქართველოში საერთაშორისო ტურნირები ხშირად ტარდება, თუმცა რეგიონებში მსგავსი ღონისძიებები იშვიათია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდთან ერთად, ტურნირში ყაზახეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებიც მონაწილეობდნენ.

„კახეთის თასის“ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მედლები, სიგელები, სამახსოვრო თასები და ინდივიდუალური საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი