ლაგოდეხი ხელმეორედ დაისეტყვა
ლაგოდეხი ხელმეორედ დაისეტყვა

ლაგოდეხი ხელმეორედ დაისეტყვა. სტიქიამ ამჯერად სოფლები გიორგეთი, კაკლიანი და ბაღდათი დააზარალა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა, რის შედეგადაც, აღნიშნულ სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

მერიაში შემქნილი მუდმივმოქმედი სტიქიის დამთვლელი კომისია ზარალს ხვალ დილიდან შეისწავლის.

ამასთან, ამ დროისთვის სოფელ კაბალში საავტომობილო გზა არის დატბორილი. არსებული ინფორმაციით, სანიაღვრემ წყალი ვერ გაატარა და ტერიტორია დატბორა. ადგილზე იმყოფება ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. მისი თქმით, მდინარე კაბალი არ ადიდებულა და ეს მხოლოდ მისი შენაკადია.

დატოვე კომენტარი