ლადო კახაძე ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა
ლადო კახაძე ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე ლადო კახაძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ლადო კახაძემ ახალგაზრდებისგან მოისმინა მთაწმინდის რაიონში არსებული პრობლემები.

„დღეს საინტერესო შეხვედრა მაქვს ახალგაზრდებთან, რადგან იდეათა გენერაცია ხდება ახალგაზრდა თაობაში. ესენი არიან ამრეკლავები იმისა, თუ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან, ფეხბურთიც ვითამაშეთ და სერიოზულ თემებზეც გვქონდა საუბარი. როდესაც ახალგაზრდა გენდობა, გვერდით გიდგას, ბაბუის თაობის ადამიანისთვის ამაზე დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს. მინდა, რომ მათი ნაფიქრი, მათი დანახული ხვალინდელი დღე რეალიზდეს. ჩვენი მთავრობა სწორედ ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზეა ორიენტებული“, – განაცხადა კახაძემ.