„ლაციოს“ კაპიტანი კარიერის დასრულებას ფიქრობს
„ლაციოს“ კაპიტანი კარიერის დასრულებას ფიქრობს

„ლაციოს“ კაპიტანი სენად ლულიჩი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას ფიქრობს, რადგან ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესი პრობლემურად მიმდინარეობს, – იუწყება Football Italia.

34 წლის ბოსნიელ ფეხბურთელს რამდენიმე თვის წინ ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს და აღდგენის პროცესი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეს გარემოება აიძულებს „ლაციოს“ კაპიტანს, რომ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს.

სენად ლულიჩმა რომაული კლუბის შემადგენლობაში 357 მატჩი ჩაატარა.