La Repubblica - „ნაპოლი“ სტეფანო პიოლის შეუთანხმდა #1TVSPORT
La Repubblica - „ნაპოლი“ სტეფანო პიოლის შეუთანხმდა #1TVSPORT

„ნაპოლი“ სტეფანო პიოლის შეუთანხმდა და ხვიჩა კვარაცხელიას ახალი სეზონიდან „მილანის“ ამჟამინდელი დამრიგებელი გაწვრთნის, – იუწყება La Repubblica.

„არსებული ინფორმაციით, ნეაპოლიტანურ კლუბში ანტონიო კონტეს მიყვანის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თანამშრომლობაზე „მილანის“ ახლანდელ მწვრთნელს შეუთანხმდა.

არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ნეაპოლში ფრანჩესკო კალცონა და მისი სტაფის წევრები დარჩნენ. მას მოქმედი კონტრაქტი სლოვაკეთის ნაკრებთან აკავშირებს და პირობების შესრულებას აპირებს. თავად კალცონაც ნეაპოლში მუშაობით ძალიან იმედგაცრუებულია.

„ნაპოლიმ“ ბოლო ტურში „უდინეზესთან“ მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. ფრანჩესკო კალცონას საქმიანობა ნეაპოლელებში იმედგაცრუებას იწვევს და, სავარაუდოდ, კალაბრიელი მწვრთნელი „ნაპოლის“ ბოლო სამ თამაშს ჩაატარებს და გუნდს დატოვებს.

სტეფანო პიოლი ნეაპოლელებთან 2+1 კონტრაქტს მოაწერს ხელს და ის „ნაპოლის“ სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარებს. 58 წლის სპეციალისტი „მილანს“ 2019 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით „როსონერები“ 2021/22 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონები გახდნენ“, – წერს იტალიური გამოცემა.