ლა-მანშის სრუტით ბრიტანეთში მიგრანტების გამგზავრების ხელშეწყობისთვის, საფრანგეთის სასამართლომ იმამს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ლა-მანშის სრუტით ბრიტანეთში მიგრანტების გამგზავრების ხელშეწყობისთვის, საფრანგეთის სასამართლომ იმამს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ლა-მანშის სრუტით ბრიტანეთში მიგრანტების გამგზავრების ხელშეწყობისთვის, საფრანგეთის სასამართლომ იმამს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის სასამართლომ 39 წლის მამაკაცის დაუყოვნებლივ დაპატიმრება მოითხოვა, რომელიც ირანელი პოლიტიკური დევნილია.

პოლიციამ იმამის სახლში ორი გასაბერი ნავი, სამი ძრავი და 20-მდე სამაშველო ჟილეტი აღმოაჩინა. 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 29 წლის სენეგალელ მამაკაცსაც, რომელიც მეჩეთში იმამის ქადაგებებს ესწრებოდა.

დაკავებულებს სასამართლომ ნორ-პა-დე-კალეში ჩასვლა და ცხოვრება ხუთი და სამი წლით აუკრძალა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ პირველ ივნისს სამართალდამცველებმა ინგლისის არხში 70 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ბრიტანეთში შესვლას ნავით ცდილობდნენ.