ლა-მანშის სრუტის გადალახვით დიდ ბრიტანეთში მოხვედრის მცდელობისას 84 არალეგალი მიგრანტი დააკავეს
ლა-მანშის სრუტის გადალახვით დიდ ბრიტანეთში მოხვედრის მცდელობისას 84 არალეგალი მიგრანტი დააკავეს

ლა-მანშის სრუტის გადალახვით დიდ ბრიტანეთში მოხვედრის მცდელობისას 84 არალეგალი მიგრანტი დააკავეს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, არალეგალები საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში არალეგალური გზით მოხვედრას ოთხი მცირე ზომის ნავის ცდილობდნენ. როგორც ცნობილია, ნავებზე ქალებთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

„დოიჩე ველე“ დიდი ბრიტანეთის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიგრანტების მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან უკვე ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ. დანარჩენ ორ ნავზე მყოფმა პირებმა კი სანაპიროზე გადასხდომა მოასწრეს. თუმცა ისინი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.

ლა-მანშის სრუტე არალეგალი მიგრანტებისთვის საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მოხვედრის მარშრუტია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე კვირის წინ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ლა-მანშის სრუტის საშუალებით მიგრანტების ნაკადის შემცირებისთვის ერთობლივი ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ.