ლა ლიგის მატჩი „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის, შეიძლება, აშშ-ში გაიმართოს #1TVSPORT
ევროპის მიღმა ტოპგუნდების მონაწილეობით რამდენიმე მატჩის ჩატარების იდეა, უკვე დიდი ხანია, არსებობს და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პირველი ლიგა, რომლის მატჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, ესპანური ლა ლიგა იქნება.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის არა „მონჟუიკზე“, არამედ ოკეანის გაღმა გაიმართება.
ორივე კლუბი პოზიტიურად უყურებს ამ იდეას და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მატჩის ჩატარების სავარაუდო ადგილია ნიუ ჯერსიში „მეტლაიფ სტედიუმი“, რომელიც 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს.