ლა ლიგამ სეზონის სიმბოლური ნაკრების ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT
ესპანურმა ლა ლიგამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა კანდიდატები 2023-24 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაზე.
ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები – ანდრეი ლუნინი (რეალი), უნაი სიმონი (ბილბაო), ალექს ვალიესი (ლას პალმასი);
მცველები – მიგელ გუტიერესი, იან კოუტუ, დეილი ბლინდი (ყველა – ჟირონა), აქსელ ვიტცელი (ატლეტიკო), რუბენ ლე ნორმანი (სოსიედადი), ოსკარ მინგესა (სელტა), რონალდ არაუხო, ჟოაო კანსელო (ორივე – ბარსელონა), სერხიო რამოსი (სევილია), სერხი კარდონა, მიკა მარმოლი (ორივე – ლას პალმასი), დანი ვივიანი (ბილბაო), ანტონიო რიუდიგერი, დანი კარვახალი (ორივე – (რეალი), დიეგო რიკო (ხეტაფე), ხერმან პეცელია (ბეტისი);
ნახევარმცველები – ტონი კროოსი, ჯუდ ბელინგემი, ფედერიკო ვალვერდე (ყველა – (რეალი), ალეიშ გარსია (ჟირონა), ფრენკი დე იონგი, ილქაი გიუნდოგანი (ორივე – ბარსელონა), მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), ისკო (ბეტისი), ალექს ბაენა (ვილიარეალი), რუის დე გალარეტა (ბილბაო), პეპელუ (ვალენსია), კირიან როდრიგესი (ლას პალმასი);
ფორვარდები – არტიომ დოვბიკი, სავიო (ორივე – ჟირონა), რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი (ორივე – ბარსელონა), ვინისიუსი, როდრიგო (ორივე – რეალი), ანტუან გრიზმანი, სამუელ ლინო, ალვარო მორატა (ყველა – ატლეტიკო), ნიკო უილიამსი, ინიაკი უილიამსი (ორივე – ბილბაო), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა), ტაკეფუსა კუბო (სოსიედადი), ბორხა მაიორალი, მეისონ გრინვუდი (ორივე – ხეტაფე), ლუის რიოხა (ალავესი), ჟერარ მორენო (ვილიარეალი).
ხმის მიცემა შესაძლებელია ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საბოლოო არჩევანის 40 პროცენტი გულშემატკივართა ხმებს ეკუთვნის, 30-30 პროცენტი – გუნდების კაპიტნებსა და წამყვანი ესპანური გამოცემების ექსპერტებს.