ლა ლიგამ ახალი სეზონის კალენდარი წარადგინა - პირველი „კლასიკო“ 25 ოქტომბერს გაიმართება
ლა ლიგას ხელმძღვანელობამ 2020-21 წლების სეზონისთვის კალენდარი წარადგინა.
ჩემპიონატი 13 სექტემბერს დაიწყება. ამ დღეს შვიდი მატჩი გაიმართება: ალავესი-ბეტისი, ეიბარი-სელტა, კადისი-ოსასუნა, გრანადა-ბილბაო, ვალენსია-ლევანტე და ვილიარეალი-რეკრეატივო.
„ატლეტიკო“, „სევილია“, „რეალი“ და „ბარსელონა” ამ ტურის მატჩებს მოგვიანებით ითამაშებენ, რადგან წინა სეზონის ევროტურნირებზე გამოსვლა გვიან დაასრულეს.
2020-21 წლების სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ მეშვიდე ტურში გაიმართება – 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ „რეალს“ შინ მიიღებს. მადრიდში შეხვედრა 30-ე ტურში, 11 აპრილს შედგება.
ჩემპიონატის ბოლო ტური 23 მაისს გაიმართება.