ესპანურმა გამოცემა „მარკამ” შეადგინა სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრები, რომელშიც მოხვდნენ „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ჟოაო ფელიქი, „ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი და „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი.
სრულად ეს ნაკრები ასე გამოიყურება:
იესპერ სილესენი (ვალენსია) – ტიერი კორეია (ვალენსია), ფერნანდო კალერო (ესპანიოლი), ჯუნიორ ფირპო (ბარსელონა) – რონი ლოპესი (სევილია), დენის სუარესი (სელტა), მატია ვარგასი (ესპანიოლი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო)- ანტუან გრიზმანი (ბარსელონა), ლუკა იოვიჩი (რეალი), ბორხა იგლესიასი (ბეტისი).
მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „სევილია“, ევროპის ლიგაზე – „ვილიარეალი“, „რეალ სოსიედადი“ და „გრანადა“. „ლა ლიგა“ დატოვეს – „ლეგანესმა“, „მალიორკამ“ და „ესპანიოლმა“.