„ლა ლიგა“-ში სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრები შეადგინეს
„ლა ლიგა“-ში სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრები შეადგინეს

ესპანურმა გამოცემა „მარკამ” შეადგინა სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრები, რომელშიც მოხვდნენ „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ჟოაო ფელიქი, „ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი და „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი.

სრულად ეს ნაკრები ასე გამოიყურება:

იესპერ სილესენი (ვალენსია) – ტიერი კორეია (ვალენსია), ფერნანდო კალერო (ესპანიოლი), ჯუნიორ ფირპო (ბარსელონა) – რონი ლოპესი (სევილია), დენის სუარესი (სელტა), მატია ვარგასი (ესპანიოლი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო)- ანტუან გრიზმანი (ბარსელონა), ლუკა იოვიჩი (რეალი), ბორხა იგლესიასი (ბეტისი).

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „სევილია“, ევროპის ლიგაზე – „ვილიარეალი“, „რეალ სოსიედადი“ და „გრანადა“. „ლა ლიგა“ დატოვეს – „ლეგანესმა“, „მალიორკამ“ და „ესპანიოლმა“.

დატოვე კომენტარი